ლევან ჭოტორლიშვილი – გახარიას გამოსვლის დროს “ნაცებმა”, “ევრონაცებმა” პოლიტიკურ პიგმეებად იგრძნეს თავი, რაც აშკარად დაეტყოთ გამომეტყველებასა და რეპლიკებზე

ედუარდ შევარდნაძის შემდეგ ამ მაშტაბის, ნიჭის და კლასის პოლიტიკოსი საქართველოს არ ჰყოლია, – ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი, ლევან ჭოტორლიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშრებით, სოციალურ ქსელში წერს.

“გახარიას გამოსვლას ვუსმინე პარლამენტში. ედუარდ შევარდნაძის შემდეგ ამ მაშტაბის, ნიჭის და კლასის პოლიტიკოსი საქართველოს არ ჰყოლია. რასაკვირველია შევარდნაძის ფიგურის მიმართ კონსენსუსი არ არსებობს, მაშტაბი კი ეჭვს არ იწვევს. იმედი მაქვს გახარიას მიმართ კონსენსუსი იქნება. გახარიას გამოსვლის დროს, ნაცებმა, ევრონაცებმა პოლიტიკურ პიგმეებად იგრძნეს თავი რაც აშკარად დაეტყოთ გამომეტყველებაზე და რეპლიკებზე. ისიც დაეტყოთ რომ მიხვდნენ, საზოგადოებამაც დაინახა მათი პოლიტიკური პიგმეობა”, – აღნიშნავს ჭოტორლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიფოთში შიდასაქალაქო ტრანსპორტი მუშაობას ხვალიდან განაახლებს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – ნებისმიერი ინსპექტირება საერთაშორისო მეთვალყურეობით უნდა შესრულდეს, საქართველოს საქმეებში რუსეთის პირდაპირი ჩარევა გამორიცხული უნდა იყოს