ლევან ჩაჩუაც გამოკითხვაზეა

ანტი-ლიბერალური ჯგუფის, “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუაც გამოკითხვაზეა. ინფორმაციას ამის შესახებ “ქართული იდეა” Facebook-ზე ავრცელებს.

ცნობისთვის, 16 ივლისს დილიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე სახლი გაჩხრიკეს. გამოკითხვაზე გადაყვანილები არიან მამა-შვილი ფალავანდიშვილები და “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურა მახარაძე.

ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული “ალტ ინფო” აცხადებს, რომ მათი ყველა წევრის სახლი გაჩხრიკეს და ყველა გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგამყრელიძე: სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შეზღუდვების შემსუბუქება
შემდეგი სტატიამედიის წარმომადგენლებმა „ალტ ინფოს“ საქმიანობის დასადგენად გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს