ლევან ბოძაშვილი – პრეზიდენტის უმრავლესობისადმი შეთავაზება სამართლებრივი ნონსენსია

პრეზიდენტის შეთავაზება უმრავლესობის მიმართ სამართლებრივი ნონსენსია, – ამის შესახებ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას „თაიმერს“ კონსტიტუციონალისტმა ლევან ბოძაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ადმინისტრაციაში ერთი იურისტი მაინც უნდა იყოს, ვისაც ეცოდინებოდა, რომ სენატის, ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედება და პარლამენტის სრულად პროპორციული სისტემით ერდროულად არჩევა შეუძლებელია. ბოძაშვილის განმარტებით, ორპალატიანი პარლამენტი სწორედ შერეული საარჩევნო სისტემით ფორმირდება. შესაბამისად, მისი აზრით, ამ ფორმით პრეზიდენტის არჩევის წესის დაკავშირება ორპალატიან პარლამენტთან რაიმე სხვა მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

„მე, როგორც კონსტიტუციონალისტი ყოველთვის ვემხრობოდი ორპალატიანი პარლამენტის იდეას, თუმცა ამ შეთავაზებით, თუ ის იქნებოდა გათვალიწინებული, პარლამენტის სრულად პროპორციული არჩევის წესი გამორიცხავდა სენატის ამოქმედების იდეას და შესაბამისად, ეს შეთავაზება სამართლებრივად წინააღმდეგობრივია.

ვინაიდან ვეტო ანუ მოტივირებული შენიშვნები ან სრულად უნდა გაითვალიწინოს პარლამენტმა ან მთლიანად უარყოს, სურვილის შემთხვევაშიც კი, ასეთი ფორმულირებით გაკეთებული შეთავაზება ვერ იქნება გათვალიწინებული სამართლებრივად“, – აღნიშნა ბოძაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოთხ წინადადებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, გიორგი მარგველაშვილი მზადაა ვეტოში გაითვალისწინოს მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული ორი საკითხი – ბონუსების აკრძალვა და საარჩევნო ბლოკების დაშვება, თუმცა უმრავლესობას მოტივირებულ შენიშვნებში კიდევ ორი საკითხის დაფიქსირების წინადადებით მიმართავს. ეს საკითხებია: პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020 წელს და პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა მაშინ, როცა ის ორპალატიანი იქნება.

banner
წინა სტატიაშიოთარ აბესაძის საქმის სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დაიხურა
შემდეგი სტატიაეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 28 წლისაა