ლევან ბეჟაშვილი ტატუნაშვილის მკვლელობაზე: „ნათლად ჩანს, რომ მათთვის პატრიოტული, ეროვნული თემები მნიშვნელოვანი არ არის”

„ნათლად ჩანს, რომ მათთვის პატრიოტული, ეროვნული თემები მნიშვნელოვანი არ არის. მათი მთავარი ამოცანაა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის და მასთან დაახლოებული კლანის პირად გამდიდრებაზე ზრუნვა.“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით

„მერამდენე წელია ტატუნაშვილის მკვლელობიდან და იმ რეზოლუციებიდან გასული, რომლებიც ოპოზიციის ძალისხმევით პარლამენტმა მიიღო და შესაბამისი სია გაკეთდა, რომელთა მიმართებაში უნდა დაწყებულიყო სანქცირების პოლიტიკის გატარება. მაგრამ ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილის პარტიას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს და არ უთანამშრომლია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო.
კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს რომ მათთვის პატრიოტული, ეროვნული თემები მნიშვნელოვანი არ არის და მათი მთავარი ამოცანა არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის და მასთან დაახლოებული კლანის პირად გამდიდრებაზე ზრუნვა.“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით

banner
წინა სტატიაშიტატუნაშვილის დედა: დიდი ვაჟკაცობა ვერ აპატიეს
შემდეგი სტატიათავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს