ლევან ბეჟაშვილი – პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სახალხო დამცველის დასკვნა უნდა გაითვალისწინოს

სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სახალხო დამცველის დასკვნა უნდა გაითვალისწინოს, ეს მისი ვალდებულებაა, რომ სამართლიანობის დამკვიდრებას ხელი შეუწყოს და სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ არა თუ სახალხო დამცველი, არამედ ყველა ექსპერტი და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ანალოგიურ დასკვნებს დებს.

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს, რომ ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელსაც საზოგადოების და დასავლელი პარტნიორების მხრიდან მაღალი ნდობა აქვს, სახალხო დამცველია. მისი ანგარიშები ყოველთვის საგულისხმოა, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, ეს დასკვნა უნდა გაითვალისწინოს. ეს მისი უფლებაა, მაგრამ მისი ვალდებულებაცაა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებას ხელი შეუწყოს და სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. უნდა აღინიშნოს, რომ არა თუ სახალხო დამცველი, არამედ ყველა ექსპერტი და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ანალოგიურ დასკვნებს დებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა. ლომჯარია მიიჩნევს, რომ ეს განაჩენი დაუსაბუთებელია და პრეზიდენტს მიმართავს, შეწყალების უფლება გამოიყენოს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – ნინო ლომჯარია „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა
შემდეგი სტატია“მე მიკვირს, რამდენი მეურვე გამოუჩნდა უკრაინის პრეზიდენტს” – პაპუაშვილი