ლევან ბეჟაშვილი – პარტიის ოფისში აქტივისტების ყოფნით შევეწინააღმდეგებით იმ უკანონობის ჩადენას, რასაც აპირებს „ქართული ოცნება“

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩვენი აქტივისტების ყოფნით შევეწინააღმდეგებით იმ უკანონობის ჩადენას, რასაც აპირებს „ქართული ოცნება“ სასამართლო ხელისუფლების გამოყენებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ნიკა მელიას სასამართლო სხდომაზე მივლენ ადვოკატები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში დაელოდებიან.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, სადაც ბევრი ჩვენი მხარდამჭერი, ასევე ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ, იმ უკანონობასთან მიმართებაში, რასაც ჰქვია 20 ივნისის შედეგების გასამართლება „ქართული ოცნების“ მხრიდან და ბუნებრივია, ჩვენი აქ ყოფნით, ჩვენი აქტივისტების აქ ყოფნით შევეწინააღმდეგებით იმ უკანონობის ჩადენას, რასაც აპირებს „ქართული ოცნება“ სასამართლო ხელისუფლების გამოყენებით. ბუნებრივია, ფიზიკური დაპირისპირება უიარაღო ხალხის მშვიდობიანი პროტესტანტების ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეუძლებელი იქნება, მაგრამ ჩვენ ვიქნებით იმდენი, რაც მათ ასე ვთქვათ გაურთულებს თავისუფალ მოქმედებას და მათ მოუწევს უიარაღო მშვიდობიან ხალხთან დაპირისპირება. ჩვენ ამ ოფისში ვიქნებით ძალიან ბევრი, არამარტო ჩვენი პარტიის, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ამ დაპირისპირებაში ისინი დგანან ოლიგარქიული რეჟიმის მხარეს და ეწინააღმდეგებიან ხალხის ძირითად ინტერესებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – დიდთოვლობის გამო, წყნეთში წაიქცა მოქალაქეთა მოსაცდელი, რის შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა