13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ლევან ბეჟაშვილი: “ოცნებამ” ოპოზიციაზე ახალი “ნადირობა” და რეპრესიები გამოაცხადა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება.

ბეჟაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი აგონიაშია, ხოლო ენმ-ის ლიდერის დაპატიმრება და პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციის წინააღმდეგ დაწყებული ახალი რეპრესიული ტალღის ნაწილია.

„სამწუხაროდ, საქართველო აგრძელებს აბსურდის თეატრში ცხოვრებას. ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ჩანს, გამოაცხადეს ახალი „ნადირობა“ ოპოზიციაზე და რეპრესიები დააანონსეს. დღეს პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, დღეს ოპოზიციონერ ლიდერს იჭერენ.

დღეს გიორგი ბარამიძეს უყენებენ ბრალს ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ სახელმწიფო ღალატს… ადამიანი, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა იარაღით, ქართულ სახელმწიფოს აშენებდა და უკრაინაში იბრძოდა თავისუფლებისთვის, ამ ადამიანს სცხებენ დღეს ჩირქს და სახელმწიფო ღალატის მუხლს უყენებენ“, — განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან სანიკიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც რუსეთის მიერ მის ძებნას უკავშირდება
შემდეგი სტატიანიკა გვარამია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ეს არის პოლიტიკური დევნის მორიგი აქტი ანტიქართული რეჟიმის მხრიდან