18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ლევან ბეჟაშვილი ნიკა მელიაზე: არასდროს უყვარდა მიშა, მაგრამ მისი პარტიის თავმჯდომარეობაც უნდოდა და მისი ხმებიც

ლევან ბეჟაშვილი ნიკა მელიას წერილს ეხმაურება.

“ნუ, ახალი რა ითქვა მისგან? არც არაფერი. არც არასდროს უყვარდა მიშა და ამას არც მალავდა. პირიქით — საჯაროდაც ადასტურებდა, აფიშირებდა და ამით ამაყობდა კიდეც. მაგრამ ამავე დროს უნდოდა მისი პარტიის თავმჯდომარეობაც, მისი ამომრჩეველიც და მისი ხმებიც. რატომ ვერ შედგა 2024-ში რეალური ერთიანობა? — პასუხიც აქ არის. მთავარი „წითელი ხაზი“ ყოველთვის მიშა და ენმ იყო. მთელი პოლიტიკური კამპანია ხშირად არა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ენმ-ისგან დისტანცირებასა და ხმების წართმევაზე გადიოდა.

იმ მრავალმილიონიან დაფინანსებაზეც, რაც მაშინ ასე აქტიურად პიარდებოდა (ამბობენ, 40 მილიონიო, ზუსტი თანხა დღემდე უცნობია), თავიდანვე ბევრი კითხვა არსებობდა — ვის ინტერესში იყო ოპოზიციის კიდევ უფრო დაქსაქსვა და ვის აწყობდა მთავარი ოპოზიციური ძალის დასუსტება? მაგრამ არჩევნების დროს რა ხდებოდა?

„ახლები“ კარდაკარ დადიოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთან და ეუბნებოდნენ: „მაინც ერთნი ვართ“, „ჩვენც მიშას პარტია ვართ“.

ახლა კი, როცა სულ უფრო აქტიურად ისმის ალიანსიდან გასვლის და „ლელოსთან“ დაახლოების ამბები, ბევრი რამ კიდევ უფრო ნათელი ხდება. და მართლა მაინტერესებს, ამდენი პოსტი, ამდენი კრიტიკა და ამდენი „პრინციპულობა“ ივანიშვილზე თუ გვინახავს ოდესმე? სწორედ ეს არის პრობლემა – ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმია, მაგრამ ოპოზიციის ნაწილის მთავარი პოლიტიკური ენერგია ისევ ერთმანეთთან ბრძოლაზე იხარჯება. მოკლედ, ახალი არაფერია. ფოკუსი გასასწორებელია – მთავარი ბრძოლა ოლიგარქიასთანაა და არა ოპოზიციის შიგნით მუდმივ დაპირისპირებასთან“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ვირო მადლიო თქვენზეა ნათქვამი“ — მიხეილ სააკაშვილი ქუთაისელ პოლიტიკოსებს
შემდეგი სტატიაირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილიც და მელიაც ჩვენთვის ერთი ჯოხის ორი ბოლოა