ლევან ბეჟაშვილი – მივმართავ ხელისუფლებას: დღეს თქვენ არჩევნებს ვეღარ გააყალბებთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ” ვერ გააყალბებ” საოლქო საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებაზე ისაუბრა. ის მთავრობას მოუწოდებს, არ ეცადოს არჩევნების გაყალბებას, რადგან ამისთვის დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

„ქართული ოცნება“ არ ღალატობს ჩვევას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. გუშინ, 2 საათზე, N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ჩატარდა, სადაც განსახილველი საკითხი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა იყო. საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის, მე-4 ნაწილის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს. აღნიშნული სხდომა 3 საათზე დასრულდა, სადაც მიიღეს განკარგულება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ. განკარგულების მიღებიდან 2 საათში (აღსანიშნავია, რომ ამ დროში განკარგულება საჯაროდ გამოქვეყნებული ცესკოს საიტსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არ იყო), ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა. ესენი იყვნენ „ქართული ოცნების“ გაგზავნილი ადამიანები, რომლებმაც კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები შეავსეს. ეს დადასტურებულია ვიდეო და ფოტო მტკიცებულებით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

იგი ცესკოს მიმართავს, რათა დაუყონებლივ მოხდეს კომისიის შეკრება და იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლის საფუძველზეც მოხდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნა, რომ გამოირიცხოს პარტიული ნიშნით დანიშვნა.

”საოლქო საარჩევნო კომისიამ გამოცხადებულ კონკურსზე 27 განცხადება მიიღო. ადგილზე მისული კონკურსანტების უმრავლესობა არც მალავდა, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში გააფრთხელს წინასწარ და წარმოადგენდენ პარტიულ ინტერესებს. აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის ასარჩევი წევრები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ და არ უნდა გააჩნდეთ პოლიტიკური კუთვნილება, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია. მივმართავ ცესკოს, დაუყოვნებლივ მოხდეს კომისიის შეკრება, განისაზღვროს რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნა, რომ გამოირიცხოს პარტიული ნიშნით დანიშვნები. მივმართავთ ხელისუფლებას – დღეს თქვენ არჩევნებს ვეღარ გააყალბებთ! ჩვენი კონტროლის ქვეშ არის ნებისმიერი პროცესი, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. „ქართულ ოცნებას“ გაყალბების ნებისმიერ მცდელობაზე მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით, ადგილზე ცოცხალი ძალა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება
შემდეგი სტატიალეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადება