30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია

„ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები, ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები და მათ არ აქვთ კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება.

ამასთან, ბეჟაშვილის განცხადებით, პარტია იყო და უნდა დარჩეს ერთადერთ პლატფორმად, სადაც თავმჯდომარეებს ხალხი ირჩევდა.

„მეგობრებო, მოდით, შევხედოთ რეალობას და ღიად ვთქვათ ის, რაც ბოლო ორი წელია, ყველამ ვიცით: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია. ბოლო პერიოდის სტაგნაცია, ამომრჩევლის დაკარგვა, შიდაპარტიული კომუნიკაციის პრობლემები და ფინანსური საკითხები, პოლიტიკური უმოქმედობა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ჩვენი პარტია იყო და უნდა დარჩეს ერთადერთ პლატფორმად, სადაც თავმჯდომარეებს ხალხი ირჩევდა. საგამონაკლისო წესით დანიშვნების დრო გამონაკლისად უნდა დარჩეს (ერთი შემთხვევა იყო ასეთი). დღეს სწორედ არაორდინალური, თამამი და რადიკალური გადაწყვეტილებების დროა.

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება ივლისში სრული შიდა არჩევნების ჩატარების შესახებ არის ერთადერთი სწორი გზა. უკვე არსებული კრიზისის მიზეზების სწორი ანალიზი, იმავდროულად, პარტიის გახსნა ახალი, ენერგიული ადამიანებისთვის – ეს პროცესი ახალი ხედვების ნამდვილი შეჯიბრი უნდა გახდეს.

ჩვენი პარტიის ფუნდამენტური კოდი ყოველთვის იყო არჩევითობა და გამბედაობა. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ყოველთვის არაორდინალური, რადიკალური და თამამი ნაბიჯებით იმარჯვებდა. როდესაც სისტემა ჭედავს, მას სჭირდება სრული გადატვირთვა. არჩევანი მარტივია: ან ვინარჩუნებთ კომფორტის ზონას და ვეგუებით ნელ სტაგნაციას, ან რისკზე მივდივართ, ვხსნით კარებს ახალი ადამიანებისთვის და ვიბრუნებთ გამარჯვებულის მენტალიტეტს. ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება. ივლისში ენმ-ს სრული რეფორმა და გადატვირთვა გარდაუვალია. მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც ბრძოლა და რისკის გაღება შეუძლია და არა მათ, ვინც სტატუს კვოს შენარჩუნებას ცდილობს“, – წერს ლევან ბეჯაშვილი.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: თუ აშშ და ირანი 60 დღის განმავლობაში არ შეთანხმდებიან, ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ დარტყმებს განაახლებს
შემდეგი სტატიაირანის საგარეო უწყება: სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, ირანის და აშშ-ის პრეზიდენტებმა მოაწერონ ხელი