ლევან ბეჟაშვილი: ცესკოს მხრიდან კომისიების წევრებად საჯარო მოხელეების დანიშვნა შიშზე დაფუძნებული ნაბიჯია

ცესკოს მხრიდან საოლქო კომისიებში “ქართული ოცნების” გარემოცვის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა: “ცენტრალური საარცევნო კომისია აგრძელებს უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას და ‘ქართული ოცნების” სასარგებლოდ ე.წ. დამოუკიდებელი წევრების მიღებას, მაშინ როცა ეს პირები არიან საჯარო მოხელეები და ცხადია, რომ ქართული ოცნების პოლიტიკას გაატარებენ კომისიაში, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ არჩევნების ბედს ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც ვერანაირი კომისია ვერ გადაწყვეტს, ამ არჩევნების ბედს გადაწყვეტს ქართველი ხალხი. “ქართული ოცნების” ეს ნაბიჯი არის შიშზე დაფუძნებული ნაბიჯი, იმიტომ რომ იციან, არჩევნებს აგებენ და 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ. ფაქტია, ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, “ქართული ოცნება” აგებს არჩევნებს, ამიტომ ერთიანობით, ერთობით, უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება და საქართველოს მოვუპოვოთ ევროპული მომავალი”, – ამბობს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი.
შეგახსენებთ, ცესკოსთან გამართული ბრიფინგით გამოეხმაურა ღეს იგივე საკითხს ცესკოში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით კირთაძე, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, პროცესი გააკონტროლონ და არ მისცენ ცესკოს მანიპულაციების საშუალება.

banner
წინა სტატიაშიანა წითლიძე: საარჩევნო ველი ზუგდიდში, ზოგადად, სამეგრელოში არის ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასდროს
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა: დღეს ერთიანობის მთავარი ფლაგმანი არის “ნაციონალური მოძრაობა”, ნომერი 5, რომელიც იქნება გამარჯვების მთავარი ფლაგმანი და გახდება გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი