ლევან ბეჟაშვილი – ცესკო დღეს არის სუს-ი, პოლიცია, “ქართული ოცნების” შტაბი, ჟვანია და მისი დამქაშები დავალებების შემსრულებლები არიან

ჩვენ ვხედავთ, რას დაამსგავსეს ცესკო. ორგანო, რომელიც საზოგადოების უმაღლესი ნდობით უნდა სარგებლობდეს, დღეს ციხედ არის გადაქცეული,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცესკო შემაჯამებელ ოქმებს მხოლოდ ფორმალურად იხილავს.

“თამარ ჟვანია აქ აღარ მართავს სიტუაციას. ცესკო დღეს არის სუს-ი, პოლიცია, “ქართული ოცნების” შტაბი და ჟვანია და მისი დამქაშები მხოლოდ და მხოლოდ ამ დავალებების შემსრულებლები არიან.

წარვადგინეთ 29 ოლქთან მიმართებით, როგორც პროპორციულში, ასევე მაჟორიტარულში უბნების მიხედვით გაწერილი კონკრეტული დარღვევები, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული დარღვევები. ვხედავთ, რომ ცესკო ამას ფორმალურად იხილავს, განხილვის საშუალებაც კი არ მოგვცა. 15-20 წუთი გამოგვიყო იმისთვის, რომ საჩივართან დაკავშირებით გვესაუბრა. მათ წინასწარ აქვთ მომზადებული გადაწყვეტილება, რომ ასეულობით საჩივარი არ დააკმაყოფილონ”,-განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოში სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. მათ შორის: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება.

ცესკო ასევე განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელი ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრებს

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია, რაც ცესკოში ხდება, არის ფარსი – ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ჩაგრავს
შემდეგი სტატიაალექსანდრე ლუკაშენკო – ბელარუსი არასოდეს უღალატებს რუსეთს