ლევან ბეჟაშვილი – არჩევნებს აგებენ და ივანიშვილი გამოაგორეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის მოსალოდნელ მარცხს უკავშირდება.

ბეჟაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა იცის, რომ 43%-ს ვერ აიღებენ და ახლა, ივანიშვილი თავისი განცხადებით ხმების მობილიზებას ცდილობს.

“ქართული ოცნება კვლავ შიდა ინტრიგებითაა დაკავებული. აშკარაა, რომ გახარია აზის ქართული ოცნების ელექტორალურ ხმებს და მნიშვნელოვან ნაწილს იღებს, რაც ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნებისთვის 43%-ის მიღწევას, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი გამოაგორეს ახლა და აკეთებინებენ იმ განცხადებას, რომელიც ქართული ოცნების ელექტორატის მობილიზებას შეეცდება.

თუმცა პროცესები იმდენად ღრმად არის ჩიხში შესული, დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში ეს განცხადებაც ვერ უშველის, ქართული ოცნება ამ არჩევნებს აგებს, 43%-ს ვერ მიაღწევს, რაც ვადამდელი არჩევნების წინა პირობა იქნება”,-თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკინოდოკუმენტალისტი ზურაბ ინაშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამამა ანდრია სარია – მეუფე პეტრემ ციანიდის სკანდალის დროს ამოიღო ხმა და მთელი სამი წელიწადი შეძლო შეერყია უსამართლობა