,,ლევან ბერძენიშვილისთვის უმჯობესი იქნება საკუთარი პარტიის საქმეებს მიხედოს”

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კანდელაკი ირწმუნება, რომ ის პარტიაში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს.
კანდელაკი დღეს „რესპუბლიკელ“ ლევან ბერძენიშვილს გამოეხმაურა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ კანდელაკისა და ჩიორა თაქთაქიშვილის წასვლას არ გამორიცხავს.

„ლევან ბერძენიშვილისთვის უმჯობესი იქნება საკუთარი პარტიის საქმეებს მიხედოს. მე, ისევე, როგორც“ნაციონალური მოძრაობის“ ბირთვი, პარტიაში ვრჩები, რადგან ეს პარტიაა ერთადერთი, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კანდელაკმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი ახალი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახე შეემატება. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია იქნება ძალიან ამბიციური და იმის დამადასტურებელი, რომ სწორედ ეს პარტიაა ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ალტერნატივა“, – აღნიშნა კანდელაკმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც პოლიტსაბჭოს წევრები აცხადებენ, მსჯელობის მთავარი თემა საარჩევნო სიის ფორმირებაა.

banner
წინა სტატიაშიძლიერი სეტყვა გორის რაიონში-ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაკობა სუბელიანი გიორგი ვაშაძეზე – წასულებზე ცუდს არ ამბობენ