ლევან ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას ზაფხულიდან დაიწყებენ

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის ვარაუდით, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას ზაფხულიდან დაიწყებენ, თუმცა პირველ ხანებში, საზღვარზე მკაცრი მოთხოვნები იქნება.
ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცესსა და პროცედურებზე ბერძენიშვილმა პარლამენტში სტაჟიორებთან შეხვედრისას ვრცლად ისაუბრა.
“საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ ზაფხულიდან უნდა წავიდნენ. პირველ ხანებში, საზღვარზე, მკაცრი მოთხოვნა იქნება, რომ ყველა პირობა საჭიროა და რისი უფლებაც აქვთ, იკითხავენ. მეორე ხანებში მიგვეჩვევიან და აღარ გვკითხავენ. პირველ ხანებში გვკითხავენ: გვაქვს თუ არა მოწვევა, ვინმე გვხვდება თუ არა, რამდენი ხნით მივდივართ, გვაქვს თუ არა წასვლა-წამოსვლის ბილეთი, სად ვაპირებთ იქ ცხოვრებას. “იქ რამეს მოვახერხებ”, – ასეთი პასუხი შეიძლება არ მოეწონოთ და გვკითხავენ, დღეში 50 ევრო გვაქვს თუ არა. შეგვიძლია ყოველ 180 დღეში ევროპაში 90 დღე დავყოთ. ისეთი მომენტი არ უნდა დადგეს, რომ რომელიმე რიცხვიდან 180-90 დღე გავიდეს და შესაბამისი სანქციები ამოქმედდეს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება, საქართველოდან წამსვლელთა და უკან დაბრუნებელთა რიცხვი სამჯერ გაიზრდება, თუკი საქართველოს მოქალაქეები ისევე მოიქცევიან, როგორც მოლდოველები იქცევიან, რომლებმაც ვიზა-ლიბერალიზაცია უკვე მიიღეს. ამასთან, ბერძენიშვილის აზრით, უკვე მოქმედი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ძალიან სერიოზული ფინანსური გარღვევა მოახდინონ.
“ეს უკვე ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება პიარზე ორიენტირებული არ არის. უნიათო მთავრობას გვიწოდებენ, მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს, რადგან უნაითო მთავრობა 400 რეგულაციის დაწესებას ვერ შეძლებდა, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციას სჭირდებოდა. საქართველომ ისეთი ურთულესი კანონების მიღება შესძლო, რაც საზოგადოებაში მოწონებული არ იყო. მმართველმა პარტიამ ისეთი კანონებიც მიიღო, რის გამოც ხმები დაკარგა”, – განაცხადა ბერძენიშვილმა, რომელმაც სტაჟიორებთან შერხვედრისას, ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში მიღებული კონკრეტული კანონების არსსა და მიზნებზეც დეტალურად ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი ქადაგიძის შემცვლელის საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: ესაა ტყუილი, ქართველი ხალხის შანტაჟი