ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტზე – მის ნამუსზე იყოს

პრეზიდენტის განცხადებას ,,რესპუბლიკელებთან“ დაკავშირებით უაღრესად არაკორექტულს ვუწოდებ, – ასე აფასებს ”რეპუბლიკელების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის განცხადებას.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, ერთადერთი ,,რესპუბლიკელები“ იყვნენ ვინც პრეზიდენტის ინსტიტუტს იცავდა.

,,პრეზიდენტის განცხადებას ,,რესპუბლიკელებთან“ დაკავშირებით უაღრესად არაკორექტულს ვუწოდებ, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტს იცავდა ,,რესპუბლიკური პარტია“. თუ ვინმე გვერდით იდგა პრეზიდენტთან და ცდილობდა, რომ იგი არ გარიყულიყო ქართული პოლიტიკიდან იყო დავით უსუფაშვილი. მისი განცხადებები იყო უბრალოდ ადამიანურად არასწორი, მაგრამ ასეთი თქვა და რა ვქნათ. ეს მის ნამუსზე იყოს“, -განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა .

მთელ ამ პოლიტიკურ ორწლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა და რომელიც არასადროს კარგავდა სახეს, ეს არის გიორგი კვირიკაშვილი, – ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა ”ქართული ოცნების” წევრ თამაზ მეჭიაურსა და ”რესპუბლიკურ პარტიას” შორის არსებულ დაპირისპირებაზე დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ ის ნაკლებად აფასებს ამ პროცესებს და ამ დინამიკას.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მოდის იმ პოლიტიკური გამოცდილებით, როდესაც ”ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური გუნდი იყო ერთიანი.

”ჩემთვის ასეთი სერიოზული განსხვავებები ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის არ არის იმიტომ, რომ იგივე პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების თაობაზე, პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე. საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია, იმის თაობაზე, რომ თურმე როდესაც პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის სხდომას, ტელევიზიით უნდა მოუწოდო დეპუტატებს, ნუ დაუჯერებთ პრეზიდენტს და ნუ მიხვალთ იმ სხდომაზე იმიტომ, რომ დეპუტატი თურმე პარლამენტში არ უნდა მიდიდოდეს პრეზიდენტის დაძახებულზე”, -განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური – წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად სამი თვეც საკმარისი იქნებოდა
შემდეგი სტატიაგენშტაბის უფროსი გადადგება?