ლევან ბერძენიშვილი: ნინო ბურჯანაძეს თუ უნდა ირმა ინაშვილს ედებატოს

“რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ნინო ბურჯანაძის უბლოკო სტატუსთან დაკავშირებულ ინიციატივაზე დისკუსიის დაწყებას ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

როგორც ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართველი ხალხის ნება პლებისციტით არის დადასტურებული, რომელიც გამოხატულია ასოცირების ხელშეკრულებით.

“ამ საკითხზე დებატებზე ნუ იოცნებებს ქალბატონი ნინო, თუ უნდა ირმა ინაშვილს ედებატოს“, – განაც ხადა ლევან ბერძენიშვილმა.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პროდასავლურ ძალებს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებულ ინციატივაზე საჯარო დისკუსიის გამართვა შესთავაზა.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე: ბედუკაძე არ არის მხოლოდ ერთი პარტია, რომელიც რუსული ინტერესების გატარებას ცდილობს საქართველოში
შემდეგი სტატია„სანდრა ღომს გააკეთებს, „დიდოუ ნანას» იმღერებს და ზუგდიდში არჩევნებს მოიგებს!“