ლევან ბერძენიშვილი: ყველა გასცდა დიალოგის იმ ფორმას, რომელიც შესაძლებელია

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას აკეთებს. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაც და სასამართლოც დიალოგის იმ ფორმას გასცდა, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს:

„ყველა გაცდა დიალოგის იმ ფორმას, რომელიც შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების შტოებს შორის. არც ხელისუფლება მეტყველებს იმ ენაზე, რომელიც სარგებლობას მოუტანდა ამ ინსტიტუტს, არც სასამართლო არ მეტყველებს იმ ენაზე და საერთოდ, მოსამართლეების ასეთი ხშირ-ხშირი გამოჩენა, ინტერვიუები და ა.შ. ეს უკვე კატასტროფაა. სასამართლო ძალიან სერიოზულად ცუდად იქცევა,“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია რესპუბლიკელების წევრმა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„ლეიბორისტულმა პარტიამ“ თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა