ლევან ბერძენიშვილი: კარგია, რომ ხელისუფლება არ გაჯიუტდა და ვანო მერაბიშვილის საქმეზე დაიწყო გამოძიება

კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გაჯიუტდა და ვანო მერაბიშვილის საქმეზე დაიწყო გამოძიება, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა სტრასბურგში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროპის სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვანო მერაბიშვილი სწორად არის დაჭერილი, „რაც არ იყო სწორი, იმაზე მიგვითითა.“

„ეს ყველაფერი წვრილმანებია. ასეთი ფაქტები ხდება დიდ და დემოკრატიულ ქვეყნებთანაც. გაცილებით მეტი საქმეებია დიდი ბრიტანეთსა და საფრანგეთის წინააღმდეგ, ვიდრე საქართველოს წინააღმდეგ. პირადად ჩემთვის ნათელია, რომ ეს ადრეც უნდა მომხარიყო. ეს არ არის იმ ტიპის დანაშაული, რომელიც რომ გამოგვეძიებინა ქვეყანა დაიქცეოდა. დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ. აქ არ იგულისხმება სისხლის დაღვრა და ხალხის შეწირვა საქართველოს ინტერესებისთვის. ასევე ძალიან მაინტერესებს 12 ათასი ევრო რომ არის გადასახდელი ჩვენი საცოდავი ბიუჯეტიდან, ამაში ვინ არის დამნაშავე. უნდა გამოვლინდეს ეს ხალხი. საყვედური მაინც უნდა ვუთხრათ, რომ ქვეყანას ზარალი მიადგა“, – განაცხდა ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ჩვენ გავათავისუფლებთ გურიას კრიმინალური კლანებისგან
შემდეგი სტატიადევნილთა სამინისტრო საზოგადოებას მიმართავს, რომ მათ თანამშრომელთა მხრიდან კორუფციული გარიგებების შეთავაზებას არ აყვნენ