ლევან ბერძენიშვილი: “გერმანული მოდელი” დღის წესრიგიდან მოხსნენს

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტი პარლამენტის დღის წესრიგში აღარ იქნება, ვინაიდან მის მისაღებად საკმარისი ხმები ვერ გროვდება. განცხადება ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა:

„ეს საკითხი არ იქნება დღის წესრიგში, ვინაიდან აზრი არ აქვს. თუ ვინმეს უნდა, რომ დრო გავფლანგოთ, მაშინ კი ბატონო, მაგრამ არ აინტერესებთ და რაც იქნება ის იქნება. ყველამ თავის თავს დააბრალოს რაც მოხდება. ვიღაცა აიღებს 20%-ს და 80%-იანი უპირატესობით გავა, თუ ვინმეს რაიმე არ მოეწონება ჩვენ შევახსენებთ, რომ ვთავაზობდით ”გერმანულ მოდელს”, მაგრამ არ მოუნდათ. ზოგს შიდა პრობლემა აქვს, ზოგი ბოიკოტს აცხადებს და ამიტომ. ჩვენ ამ საკითხს ახლა აღარ დავაყენებთ, იმიტომ, რომ ”ნაციონალები” მაინც არ დადიან პარლამენტში და ხმები საკმარისი არ არის“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საქართველოს ჯაშუშობისთვის ბრალდებულ კიდევ ერთ პირს გადმოსცემს
შემდეგი სტატიამოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში თამაზ ურთმელიძე მონაწილეობს