ლევან ბერძენიშვილი: განათლების მინისტრის ახალ კანდიდატურას საინტერესო ბიოგრაფია და განათლება უჩანს

განათლების მინისტრის ახალ კანდიდატურას საინტერესო ბიოგრაფია და განათლება უჩანს, -ასეთი კომენტარი გააკეთა ალექსანდრე ჯეჯელავას შესახებ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.

„ჩემთვის უცნობია, რატომ გათავისუფლდა განათლების მინისტრი. ახალ საინტერესო ბიოგრაფიაც საინტერესო უჩანს და განათლებაც. ვერ გეტყვით, რას ნიშნავს ეს ცვლილება, ვიდრე კარგად არ გავიცნობთ ახალ მინისტრს და არ ვნახავთ მის პროგრამას. რაზეც გული მწყდებოდა და რისი სურვილიც მაქვს, ეს არის ის, რომ განათლების სამინისტროს ყურადღების მიღმა რეალურად იყო დატოვებული მთავარი სამიზნე – სკოლა. დიდი ყურადება იყო გადატანილი მასწავლებლების მომზადებაზე, გამოცდებზე, ატესტაციებზე, მაგრამ სკოლაზე – არა“,-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

ამასთან, დეპუტატს იმედი აქვს, რომ ახალი მინისტრი გულთან ახლოს მიიტანს და შეცვლის ამ სფეროში რამეს.

„თუ სკოლაში არ იქნება ცვლილებები, მაშინ ამ მინისტრსაც დიდი პერსპექტივა არ ექნება. საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არ გაამართლა არც ერთმა განათლების მინისტრმა და განათლების მდგომარეობა არის კატასტროფული. ეს არ არის განათლების მინისტრების ბრალო მხოლოდ, ყველას ეშინია რეალური რეფორმების განხორციელების სკოლაში. თუ სკოლისკენ გაიხედავს ახალი მინისტრი, ექნება პერსპექტივა“,- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტროში უარყვეს ინფორმაცია, რომ პედაგოგებს მმართველი პარტიის გარდა სხვა პარტიებთან თანამშრომლობა აეკრძალათ
შემდეგი სტატიაავსტრიის იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ავსტრიაში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ