ლევან ბერძენიშვილი: ჩვენ გვინდა ნაციონალურ მოძრაობას ჩამოშორდეს მიხეილ სააკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ნაციონალურ მოძრაობაზე და პოლიტიკურ ცხოვრებაზე დადებითად აისახება.
“დიახ, ჩვენ გვინდა ნაციონალურ მოძრაობას ჩამოშორდეს მიხეილ სააკაშვილი. რა არის აქ გაუგებარი. ორი მიზნით გვინდა. პირველი – ნაციონალური მოძრაობა ევროპულ პარტიას დაემსგავსოს, სადაც იცვლებიან ხოლმე ხელმძღვანელები. როგორც რესპუბლიკურ პარტიაში, მაგალითად – მეხუთე თავმჯდომარე გვყავს და ყრილობებზე ახალ თავმჯდომარეს ვირჩევთ. მათაც ვურჩევთ, რომ ჰქონდეთ შიდაპარტიული დემოკრატია. მეორე – უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საქმეებში ვერ ჩაერევა ქართული კანონების მიხედვით. უცხოელს, ჩვენი კანონების მიხედვით, არ აქვს უფლება, მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და იყოს პოლიტიკური აქტივისტი.”- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი: იცოდეთ, ჩვენი ხმა ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ იქნება
შემდეგი სტატია“აირზენას” დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა