ლევან ბერძენიშვილი: ჩვენ არ დავშლით კოალიციას, არ გვაქვს ეს იდეა

როგორიც უნდა იყოს ჩვენი გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენ არ დავშლით კოალიციას, არ გვაქვს ეს იდეა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, „ჯერ ვერავინ შეძლო გამოცნობა, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე“.

„ასეთ დროს ადამიანები ცდილობენ, გამოიცნონ, რა ხდება. ჯერ სწორი პასუხი არ ყოფილა ჩვენი ოპონენტებისა და მეგობრების მხრიდან. ყველამ არ იცის, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე“,-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, თუ რა უშლის პარტიას ხელს გადაწყვეტილების გამოცხადებაში, ეს ცნობილი გახდება მაშინვე, როდესაც განცხადება გაკეთდება.

„როგორიც უნდა იყოს ჩვენი გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენ არ დავშლით კოალიციას. არ გვაქვს ეს იდეა. არ ვიცი, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს არჩევნებამდე კოალიციის დაშლა, რადგან ეს ნიშნავს ქაოსს”,-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადების ფორმა უნდა იყოს ისეთი, რომ არაფერი დაზიანდეს.

„არ გვინდა, ყველას დავასწროთ. მგონი, მაღალკულტურულად ვიქცევით“,-აღნიშნა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პარტიები ახალ კოალიციას შექმნიან
შემდეგი სტატიაBrent-ის ფასი 40 დოლარზე დაბლა დაეცა