“ლევან ბერძენიშვილი არის ჩემი შვილის ნათლია” (ვიდეო)

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვს და ერთ-ერთ პოლიტიკოსს ასახელებს, რომელიც მისი შვილის ნათლიაა.

ტელეკომპანია” იბერიასთან” სატელეფონო ინტერვიუში მსჯავრდებული აცხადებს, რომ თავის დროზე მის ინტერესებს საკრებულოს იურიდიული კომისის თავმჯდომარე თედო კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე, შემდეგ კი მათი ახლობელი კობა კობახიძე იცავდა.

“მანანა პოლიტიკაში რომ აპირებდა წასვლას, ჩემი ადვოკატი ვეღარ იყო, აღარ ჰქონდა დრო. შემდეგ მე ბავშვთან, ლიზიკო ზაუტაშვილთან დაკავშირებით ადვოკატი დამჭირდა და თედო კობახიძე იყო ჩემი ადვოკატი. შემდეგ თედომაც მითხრა, რომ ვეღარ ვიქნები შენი ადვოკატიო. შემდეგ დედაჩემი მანანას როდესაც ეძებდა, მანანამ შემოგვითვალა, რომ ვერ ჩავერევი, მე დაინტერესებული პირი გამოვალო. დედაჩემს უთქვამს ადვოკატი მაინც გვირჩიეთ ისეთი, ვინც შეიძლება ეს თემა დაძრასო. თედო კობახიძეს ურჩევია დედაჩემისთვის კობაკობახიძე როგორც ადვოკატი. ეს კაცი მოვიდა, პახმელიაზე იყო, შემდეგ გაირკვა, რომ სულ სვამს. 5 თვის განმავლობაში სულ 2-ჯერ იყო მოსული. შემდეგ ტელევიზიით რომ ვნახე ეს კაცი ვაზაგაშვილის საქმეზე ერთ-ერთ პოლიციელს იცავდა, ვუთარი აქ აღარ დაგინახო მოსულითქო”, – აღნიშნა ანასტასია ზაუტაშვილმა.

მსჯავრდებულმა უარყო ადვოკატ კობა კობახიძის განცხადება, რომლის თანახმადაც საუბარი ჰონორარის სახით 75 000 ევროზე იყო.

ანასტასია ზაუტაშვილი ასევე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი მისი შვილის ნათლიაა.

ამასთან მსჯავრდებული პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს და აცხადებს, რომ მას “ფული აღარ აქვს და ვეღარავის გადაუხდის”.

“მე მინდა, რომ პრეზიდენტმა როგორც სამი შვილის დედას, ისე შემომხედოს, რადგან თვითონაც ჰყავს შვილები. ერთი თხოვნა მაქვს – ნუ დაუჯერებს ვიღაცეებს, მე ფული აღარ მაქვს, ვერავის ვერ გადავუხდი. ეგ თუ უფულოდ შემიწყალებს, ძალიან მადლობელი ვიქნები”,- აღნიშნა ანასტასია ზაუტაშვილმა ტელეკომპანია “იბერიისთვის” მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში.

https://www.youtube.com/watch?v=G5hrP8p_sGs&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმა
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლებამოსლების ვადა ხვალ ეწურება