ლევან ბერძენაშვილი რუსული კანონის მიღების გამო პარტიას და საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას ტოვებს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, პარტია “ქართული ოცნების” წევრი ლევან ბერძენაშვილი რუსული კანონის მიღების გამო პარტიას და საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. მან “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ 10 ივნისამდე შვებულებაში, საკრებულოში დაბრუნებისთანავე კი დატოვებს თანამდებობას.

ბერძენაშვილი საკრებულოში იურიდიული კომისიის ხელმძღვანელია.

“მე რაც ვთქვი, ჩემს სიტყვას ბოლომდე შევასრულებ. ეს არის პროტესტი კანონზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო”, – ამბობს პოლიტიკოსი “რადიო თავისუფლებასთან”.

მან 26 აპრილს საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ რუსულ კანონს ეწინააღმდეგებოდა და ფიცი დადო – “უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ეს კანონი გაითხოვოს უკან და თქვენ წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტია “ქართულ ოცნებას”, დავტოვებ ფრაქცია “ქართულ ოცნებას” და დავტოვებ თანამდებობას”.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის საგარეო უწყება კანონზე – ეს არასწორი მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია!
შემდეგი სტატიაევროპის ჩემპიონატის დროს, ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება