ლევან ანთაძე – ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნის პირასაა

აჭარის უმაღლესი საბჭოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ანთაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნის პირასაა. ლევან ანთაძის ინფორმაციით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ჩავარდნა ქვეყანას კატასტროფულ შედეგამდე მიიყვანს.

ლევან ანთაძე ხელისუფლებას თანამშეომლობას სთავაზობს.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მონაცემებს თუ ვნახთ, გამოჩნდება, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნის პირასაა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კარგად გაიაზროს თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ჩავარდნა და რა კატასტროფული შედეგები მოყვება მას და გამომდინარე აქედან ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შესრულდეს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა. ჩვენ კარგად გვესმის ის სირთულეებიც რაც ვაქცინაციის წარმატებით ჩატარებას უშლის ხელს და მზად ვართ ნებისმიერ დონეზე ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, მათთვის მისაღებ ნებისმიერ ფორმატში, ყოველგვარი პირობების გარეშე”,- აცხადებს ლევან ანთაძე.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – რჩევა მაქვს გახარიას მიმართ, გულწრფელად ილაპარაკოს, მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს თავი დაანებოს
შემდეგი სტატიანინოწმინდის პანსიონში გაეროს ბავშვთა უფლებების წარმომადგენლები მივიდნენ