აქტივისტი დათუნა დანელია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს დილით თავს დაესხნენ მოქალაქე ლერი დარჯანიას. ის დაშავებულის ფოტოსაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა კაცს, სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი.
“დღეს დილით 8 საათისთვის, ჩემს მეგობარს და თანამებრძოლს ლერი დარჯანიას დახვდნენ ოცნების “ტიტუშკები” დაახლოებით 7 კაცი და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პოლიტიკური ანგარიშსწორებები არ მთავრდება ქართული ოცნების მხრიდან… ლერი მოჭიდავეა იცოდნენ , 1 და 2 ქოცი “ტურა” ვერ მოერეოდა , ლერი კარგად იქნება, მაგრამ 26 ოქტომბერს ამაზე ყველა მკაცრ პასუხს მიიღებს!” – წერს დათუნა დანელია.