“ლექვინაძე ისევე როგორც თბილისის მერი უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურია”

ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებით “თავისუფალი დემოკრატების” წევრი თამარ ამაშუკელი აცხადებს, მერის მოადგილე, ისევე როგორც ქალაქის მერი, არის არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო. ამაშუკელის თქმით, ირაკლი ლექვინაძე უკვე მეორე დღეა განსხვავებული შინაარსის განცხადებებს აკეთებს:

‘’გუშინ მერის მოადგილე ამბობდა, რომ ბოტანიკურ ბაღს აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დღეს აცხადებს, რომ ნაწილს აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და ნაწილს არა. ხვალ ბატონმა მერის მოადგილემ შეიძლება გააკეთოს განცხადება, რომ ბოტანიკური ბაღი არ არის კულტურული მემკვიდრეობა და გზამ უნდა გაიაროს ბოტანიკურ ბაღზე. ეს განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლექვინაძე ისევე როგორც თბილისის მერი უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურია. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მერის მოადგილე ბატონი ირაკლი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მოხდა ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება. ვინაიდან და რადგანაც ბოტანიკურ ბაღს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და მას იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ გაჩნდა შეკითხვა არის თუ არა კულტურული მომკვიდრეობის ძეგლის ცვლილებისთვის საჭირო ნებართვები. რაც ბატონმა მერის მოადგილემ დაადასტურა და განაცხადა, რომ შესაბამისი საბუთები მას ხელთ აქვს. ფაქტი ერთია გუშინ მერის მოადგილეს ხელთ ჰქონდა ეს საბუთები. დღეს ეს საბუთები აღარ არის საჭირო. გუშინ თბილისის მერიამ დააპროექტა გზა და მოჭრა ამისთვის 500 ხე. დღეს ეს გზა აღარ მოწონს და ახალი გზისთვის ჭრის 700 ხეს. ეს ადასტურებს იმას, რომ პროცესი არის, არა დაგეგმილი, ქალაქის ადეკვატურ განვითარებაზე ორიენტირებული არამედ სპონტანური და კონკრეტულ ადამიანის ინტერესებზე მორგებული’’ – აცხადებს თამარ ამაშუკელი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მიერ თურქეთის რესპუბლიკისათვის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს
შემდეგი სტატია“მივიღეთ ძალიან მყარი პოზიცია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ცალკე იქნება განხილული”