“ლექსოსთვის” – მდუმარე აქცია გამართეს ზუგდიდში ჟურნალისტებმა

სხვადასხვა მედიასაშუალებათა წარმომადგენლებმა ზუგდიდში მდუმარე აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა თანადგომა და სამძიმარი გამოუცხადეს ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და ტფვ პირველის გუნდს, ოპერატორის გარდაცვალების გამო.

“ლექსოსთვის!”, “არა ძალადობას!”, “დაისაჯონ დამნაშავეები!” “ნუ მოგვკვლავთ!” – ეს და სხვა ბანერები ეჭირათ და აქციაში მონაწილეობდნენ ტვ პირველის, რუსთავი-2-ის, ტვ იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, პოს ტვ-ს, ტელერადიოკომპანია ოდიშის, სხვადასხვა ონლაინმედიის წარმომადგენლები.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ მოქალაქეები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშისანაია: შევცვლით მთავრობას, რომელიც უნდა გადადგეს
შემდეგი სტატიათარგამაძე: არ ყოფილა დღე, როდესაც მე ისე ვიამაყებდი ჩემი პროფესიით, როგორც დღეს