ლექსო სამხარაძე თავისუფალია-“ეს რეჟიმი, რომელიც არის ავტორიტარული, უნდა გავუშვათ მოსკოვში”

ლექსო სამხარაძე თავისუფალია – სამოქალაქო აქტივისტმა, რომელსაც “ქართული ოცნების” დეპუტატმა უჩივლა, ზაჰესის იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.

სამხარაძე ამბობს, რომ იზოლატორიდან უფრო მეტი შემართებით გამოვიდა – “ეს რეჟიმი, რომელიც არის ავტორიტარული, უნდა გავუშვათ მოსკოვში”

14 დღის მერე გამოვედი ბევრად უფრო მოტივირებული, რომ ეს რეჟიმი, რომელიც არის ავტორიტარული, გავუშვათ იქ, სადაც მისი ადგილია – მოსკოვში. სურვილი აქვთ, რომ გაგვაჩერონ ადამიანები, რომლებიც სამართლიანობისთვის ვიბრძვით. ვერანაირი რეპრესია, როგორიც არის ფინანსრუი საქნცია, ტიტუშკების თავდასხმები, სამსახურიდან გამოშვებები, დაპატიმრებები, ვერ გვაჩერებს მოსახლეობას და უფრო მეტად ვიბრძვით, ეს ყველაფერი დამთავრდება რეჟიმის დამხობით”, – განაცხადა ლექსო სამხარაძემ.

ახალგაზრდას, რომელიც უკვე თვეებია ქუჩიდან აპროტესტებს “ქართული ოცნების” პოლიტიკას, 14 დღიანი პატიმრობა მხოლოდ იმის მიუსაჯეს, რომ მან ქუჩაში პროტესტი გამოხატა და ივანიშვილის პარტიის ერთ ერთ დეპუტატს, დავით მათიკაშვილს პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა უმღერა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარიას გედევან ფოფხაძეც შეუერთდა-გედევან ფოფხაძე: “ან სიკვდილი ან გამარჯვება- ეს არის ჩემი პოზიცია”
შემდეგი სტატიაგაითვალისწინა პროკურატურამ ადვოკატის თხოვნა-სანდრო ცხადაძე მამას გამოეთხოვება