ლექსო ლაშქარავას საქმე მალე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ლექსო ლაშქარავას საქმეს მალე სტრასბურგის სასამართლოში წაიღებენ. იურისტებს კითხვის ნიშნები მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ლექსოს ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა რამდენიმე საათის დაგვიანებით მოხდა.

უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ეს გარემოება უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვეციით გარანტირებული – სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინოს.

“როდესაც ვსაუბრობთ ლექსოს გარდაცვალების ფაქტზე და პოლიციის ქმედებებზე ძალიან აშკარა იყო და უხეში ნაბიჯები იყო გადადგმული, როდესაც მათ ოჯახიდან ძალის გამოყენებით ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. აქ კითხვის ნიშნებია არა იმ ფორმასთან, რომელიც მორალურად მიუღებელი იყო, არამედ ამ გადასვენების სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით.

იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს კითხვები, რომ შესაძლოა გარკვეულ მანიპულაციებს ჰქონოდა ადგილი ეს კითხვის ნიშანი შესაძლოა გახდეს სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების დარღვევის დადგენის საფუძველი, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან”,- თქვა ედუარდ მარიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ანტონი ჟურნალისტებს: თქვენ ხართ ლაშქარავას დამღუპველი
შემდეგი სტატიაფოთში ნარკოლოგიურის თანამშრომელი “მეტადონის პროგრამიდან” წამალს იპარავდა