ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ

თბილისში, საბურთალოზე, ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სამი ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც “თაიმერს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 178-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძარცვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„მშვიდობით, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა!“ – ზაზა ფაჩულიამ ნაკრები დატოვა
შემდეგი სტატიაგენგეგმა თბილისს ადამიანებისთვის უვარგის, მხოლოდ შენობებისა და ავტომობილების ქალაქად აქცევს