ალექსანდრე შერინი ვლადიმირ პუტინის გინების გამო გიორგი გაბუნიას დასჯას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე შერინი ვლადიმირ პუტინის გინების გამო გიორგი გაბუნიას დასჯას ითხოვს.

“ქართველმა ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ კვლავ შეურაცხყო ვლადიმირ პუტინი. არსებობს მუხლი ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფის შესახებ. ეს უნდა გამოვიყენოთ, ალბათ, სწორედ ჟურნალისტის მიმართ. სისხლის სამართლის საქმე იხსნება და ეს ადამიანი უბრალოდ დაბარებულია”. – თქვა მან.

შერინის განცხადებით, გაბუნიას გამოსვლა არ შეეფერება არც ქართველ ჟურნალისტებს და არც ქვეყნის ხელისუფლებას. ის ამბობს, რომ მსგავსი რამ უნდა შეჩერდეს და თუ ამის შეჩერება ქართული კანონმდებლობით ვერ მოხერხდება, მაშინ ეს რუსული კანონმდებლობის დახმარებით უნდა გაკეთდეს.

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია – ბევრი ქვეყანა, რომელიც ჩვენთვის ტურისტების წყარო იყო, არის რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში, თითოეული ტურისტი იქიდან მოდის რისკით, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ
შემდეგი სტატიასაქართველოს აქვს შანსი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით დაზიანებული რეპუტაცია გარკვეულწილად აღიდგინოს