6 ადამიანი დაშავდა ლეოპარდის დაჭერის პროცესში

oiuინდოეთის ქალაქ ბანგალორეში 6 ადამიანი დაშავდა ლეოპარდის დაჭერის პროცესში, რომელიც ადგილობრივი სკოლის ტერიტორიაზე შეიჭრა.
დაშავებულთა შორის არიან მასწავლებელი, მეტყევე და ადგილობრივი არხის ტელეოპერატორი, რომლებიც საშიში ცხოველის დაჭერის 10 საათიან ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
ლეოპარდი საბოლოო ჯამში დააძინეს და მიმდებარე ნაკრძალში გაუშვეს.
რამდენიმე ხნის წინ ჩატარებული აღწერის თანახმად, ინდოეთში 12-14 ათასი ლეოპარდი ბინადრობს.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში სწრაფი გადახდის სამი აპარატი გატეხეს
შემდეგი სტატიაეკატერინბურგში “ისლამური სახელმწიფოს” შვიდი წევრი დააკავეს