ლეონიდ კუჩმა სააკაშვილზე – მსურს, ის ხელისუფლებამ დაინახოს არა მოწინააღმდეგედ, არამედ უნიკალური რეფორმების არქიტექტორად

სააკაშვილი მრავალმხრივი, რთული პიროვნებაა. არ არის გასაკვირი, რომ მის ირგვლივ განვითარებულ რთულ სიტუაციაში მარტივი გამოსავალი არ არსებობს. გამოსავლის მოსაძებნად ყველა მხარისგან გაწონასწორებულობა და ნამდვილი სიბრძნეა საჭირო, – გამოცემა Гордон-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ განაცხადა.

„იმედი მაქვს, უკრაინის ხელმძღვანელობა ამ ტესტს ჩააბარებს ისე, რომ არც საკუთარი მოქალაქის ინტერესებს და არც მნიშვნელოვან პარტნიორთან – საქართველოსთან ურთიერთობების სტრატეგიულ იმპერატივებს არ დააზარალებს.

ძალიან მსურს, დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილში უპირველეს ყოვლისა დაინახოს არა პოლიტიკური მოწინააღმდეგე, არამედ მსოფლიოში აღიარებული უნიკალური რეფორმების არქიტექტორი. დიდწილად სწორედ მათი წყალობით მიუახლოვდა საქართველო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის უმთავრესი ფასეულობა ჰუმანიზმია,“- აცხადებს კუჩმა.

უკრაინის ექსპრეზიდენტი სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა. მას ვიცნობ, როგორც მტკიცე მებრძოლს და მორწმუნე ქრისტიანს, მაგრამ შიმშილობა ნიშნავს, დაკარგო ძალა, რომლის გარეშეც შემდგომი ბრძოლა შეუძლებელი გახდება,“ – აცხადებს კუჩმა.

banner
წინა სტატიაშიგოგა გულორდავა: წალენჯიხა ემზადება რათა უარი უთხრას წარსულსა და რადიკალიზმს მეორე ტური კი ამის ნათელი მაგალითი იქნება
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი – ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაკარგა სახე, როცა ისე დაამცირა საკუთარი მოქალაქეები