ლეონიდ კუჩმა: “რუსეთი მხოლოდ მასზე გაცილებით სუსტებს ესხმის თავს…”

უკრაინის მეორე პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, BBC-თან მიცემულ ინტერვიუში რუსეთის აგრესიასა და მესამე მსოფლიო ომზე საუბრობს და ამბობს, რომ კრემლის მხრიდან ნატოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმა ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე რომელიმე სუსტ ქვეყანაზე თავდასხმა, მაგალითად, როგორიც საქართველოა.

კუჩმას თქმით, რუსეთის მხრიდან უკვე ჩვეულებად იქცა მინიშნებები მოლდოვასა და ჩრდილოეთ ყაზახეთზე, გარდა ამისა ასეთ კონტექსტში მოიხსენიება უკვე საქართველოც.

ხოლო რაც შეეხება მესამე მსოფლიო ომს მისი თქმით, იმის მიხედვით გამოჩნდება, თუ როგორ მოიგერიებს უკრაინა რუსულ აგრესიას.

“როცა ჰიტლერი პოლონეთს დაესხა თავს, არავინ იცოდა, რომ ეს უკვე მეორე მსოფლიო ომი იყო. იმის მიხედვით როგორ მოიგერიებს უკრაინა აგრესიას, გამოჩნდება მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი თუ, ის უკვე მიმდინარეობს. თუ ჩვენ გავძლებთ პუტინი შორს ვერ წავა. ვშიშობ გაგრძელება იქნება, მაგრამ ჩვენ გავუძლებთ…. რუსეთის აგრესიის გეოგრაფიის გაფართოების შემთხვევაშიც, ვფიქრობ, საფრთხე არა იმდენად ლიეტუვას და პოლონეთს ემუქრება, რამდენადაც ნატოს არაწევრ ქვეყნებს. უკვე ჩვეულებად იქცა მინიშნებები მოლდოვასა და ჩრდილოეთ ყაზახეთზე, ახლა ასეთ კონტექსტში მოიხსენიება უკვე საქართველო. რუსეთი ხომ მხოლოდ მასზე გაცილებით სუსტებს ესხმის თავს”, – ამბობს კუჩმა

შეგახსენებთ, რომ ლეონიდ კუჩი, უკრაინის ორგზის არჩეული პრეზიდენტი 1994-2005 წლებში იყო.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – თუ პუტინი გაიფიქრებს მაინც ისეთ ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაშინ ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება
შემდეგი სტატიადედაენის ბარის რეიტინგი 4.8 ვარსკვლავამდე გაიზარდა, ოკუპანტების ცუდი შეფასებები წაიშალა