ლეონიდ კუჩმა აცხადებს, რომ აშშ მსოფლიოს თვალში სახეს დაკარგავს, თუ კიევს მიატოვებს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა აცხადებს, რომ აშშ მსოფლიოს თვალში სახეს დაკარგავს, თუ კიევს მიატოვებს. ამის შესახებ განცხადება ლეონიდ კუჩმამ ბრიტანულ გამოცემა „გარდიანთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, პუტინის მიერ 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომი ნაწილობრივ დასავლეთის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია. კუჩმას თქმით, პუტინმა ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ ძალის გამოყენებით აპირებს რუსეთის საზღვრების გაფართოებას, როდესაც 2008 წელს გააგზავნა ჯარი მეზობელ საქართველოში, რასაც მოჰყვა ყირიმის ანექსია.

„ეს იყო ძალიან უსიამოვნო, როდესაც მსოფლიოს რეაქცია არ ჰქონდა. მსოფლიო ჩუმად იყო. პუტინი მიხვდა, რომ მას შეეძლო, გაეკეთებინა ყველაფერი, რაც სურს, რადგანაც ამას პრინციპული პასუხი არ მოჰყვება“, – აცხადებს კუჩმა.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას იმედი აქვს, რომ აშშ შეძლებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას.

„აშშ-მა დაკარგა ავღანეთი. უკრაინის მარცხი კი ნიშნავს, რომ აშშ მთელ მსოფლიოში სახეს დაკარგავს“, – განაცხადა კუჩმამ.

banner
წინა სტატიაშიᲬაიკითხე ბესტსელერები უფასოდ SABA Reader-ში
შემდეგი სტატიამანჯგალაძე:განვლილმა პროცესმა როგორც მაჩვენა, ადამიანები ვერ სწავლობენ სხვის შეცდომებზე და მათ საკუთარი შეცდომებით მოუწევთ სწავლა