ლეონიდ ძიაფშბა: „ჩვენ რამდენიმე დღეში გავხსნით ამ მკვლელობას“

ლეონიდ ძიაფშბა: „ჩვენ რამდენიმე დღეში გავხსნით ამ მკვლელობას“

afx1235გუშინ საღამოს მინისტრთა საბჭოსთან მოხდა ორმაგი მკვლელობა. ავტომანქანაში იპოვეს სოხუმელების, ენვერ აგრბას და რომან ინაფხას გვამები. ჩვენ ვაგროვებთ ყველა ინფორმაციას ამ მკვლელობასთან დაკავშირებით.
ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა მინისტრს ლეონიდ ძიაპშბას. მან განაცხადა, რომ დანაშაული გახსნილი იქნება რამდენიმე დღეში. მაგრამ ამ მომენტისთვის სამართალდამცავები არ აკეთებენ კომენტარებს ინციდენტის დეტალებთან დაკავშირებით.
გენერალური პროკურატურა იტყობინება უკვე ცნობილი მონაცემების შესახემ, რომ რომან ინაფხა საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ენვერ აგრბას გვამი მანქანასთან იპოვეს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ორი და მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობაზე და ცეცხლსასროლი იარაღის არაკანონიერად შეძენაზე, შენახვაზე და ხმარებაზე.
იმ ადამიანების სიტყვებით, რომლებიც იყოფებოდნენ დანაშაულის ჩადენის ახლოს, ისმოდა ხმაური, ხმამაღალი შელაპარაკეაბ. შესაძლოა, არის მოწმეები, რომლებმაც ნახეს მანქანა, რომელზეც მიიმალნენ დამნაშავეები.

afxz14
მომხდარის ირგვლივ საზოგადოებაში გაჩნდა განსხვავებული ვერსიები. გახმაურებული დანაშაული მოხდა სწორედ რუსეთ-აფხაზეთის საქმიანი ფორუმის გახსნის წინ, რამაც არცთუ სახარბიელო ინფორმაციული ფონი შექმნა ქვეყნის ირგვლივ. შესაძლებელია, რომ დანაშაული მოხდა ყოფით ნიადაგზე და ამდენად, მას არ გააჩნია არანაირი სერიოზული კრიმინალური ან პოლიტიკური სარჩული.
რომან ინაფხას დარჩა მეუღლე და პატარა ბავშვი, ექვსი წლის წინათ კი დაიღუპა ენვერ აგრბას მამა.
დანაშაულის ადგილზე საღებავით მონიშნულია ადგილი, სადაც მანქანა იდგა. იქვე დევს გამჭვირვალე პაკეტი წითელი სითხით. როგორც მაღაზიის გამყიდველმა გვითხრა, რომელიც მოპირდაპირე მხარეს დგას, სროლის ხმები არ ისმოდა. სავარაუდოდ, მოკლულები ლომბარდის მფლობელები იყვნენ. დაუმტკიცებელი ინოფრმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელ პირებს ემართათ მოკლულების ვალი დიდი თანხის რაოდენობით და მათი დაბრუნებისთვის ისინი აპირებდნენ, მიემართათ კრიმინალური სტრუქტურებისთვის.

afxლეონიდ ძიაფშბა: „ჩვენ რამდენიმე დღეში გავხსნით ამ მკვლელობას“

banner
წინა სტატიაშიევროპის ქვეყნები ამცირებენ თავიანთ დახმარებას განვითარებადი ქვეყნებისადმი
შემდეგი სტატიააფხაზი სეპარატისტები თურქეთში საინფორმაციო ომს გვიგებენ…