„სახელმწიფომ მშობლებს მეოთხე შვილზე 5 000 ლარი, მეხუთე და მომდევნო შვილებზე 10 000 ლარი უნდა გამოუყოს“

პარტია ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკისაქართველოს პრემიერ–მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს სახელმწიფომ გააკეთოს ყველარაფერი, რათა საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსწორდეს. ამისათვის, კი ლეონიდ ჩერნოვეცკის მიიჩნევს, რომ საჭიროა სახელმწიფომ მშობლებს ერთჯერადად მეოთხე შვილზე 5 ათასი ლარი, ხოლო მეხუთე და მომდევნო შვილზე 10 ათასი ლარი გამოუყოს.
„ბატონო გიორგი, საქართველოში დღეისათვის უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა, მოსახლეობის რაოდენობა სულ უფრო მცირდება და შობადობაც იკლებს, რაც მომაკვდინებელ ტენდენციას ქმნის. თუ ამ საკითხის გადაწყვეტას, სახელმწიფოებრივ დონეზე, სისტემურად არ მივუდგებით, გავა 20–30 წელი და საქართველო დაცარიელდება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით ხომ 2002 წლიდან ქვეყნის მოსახლეობა 642 000 ადამიანით შემცირდა.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება. მიზეზი უმუშევრობა, საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების სიძვირე, ახალგაზრდა ოჯახებისთვის საცხოვრებლის მიუწვდომლობა და კიდევ უამრავი სხვა წინაპირობაა. არსებულ რეალობაში ახალი სიცოცხლის დაბადება უფლის საჩუქრად კი არ აღიქმება, არამედ მძიმე ტვირთად აწვება ახალგაზრდა მშობლებს, რომლებსაც ბავშვებისთვისსაფენების ყიდვაც კი არ შეუძლიათ!
უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ინიციატივა მის მიერ ოჯახებში დაბადებული ყოველი მესამე შვილის მონათვლა, უდიდესი შედეგის მომტანია ქვეყნისთვის და ეს უკვე თვალნათლივ გამოჩნდა კიდეც. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაში თავისი წვლილი სახელმწიფომაც შეიტანოს, რომლისთვისაც ახალგაზრდა ოჯახების სოციალური დაცვა და მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს!
მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ სახელმწიფომ მშობლებს ერთჯერადად მეოთხე შვილზე 5 ათასი ლარი, ხოლო მეხუთე და მომდევნო შვილზე 10 ათასი ლარი გამოუყოს
რა თქმა უნდა, ეს დიდი თანხაა, მაგრამ ის შეიძლება გახდეს დიდი მხარდაჭერის საფუძველი ამ ოჯახებისთვის. ეს ის თანხაა, რომელსაც ზოგიერთი მაღალჩინოსანი პრემიების სახით ყოველთვიურად იღებს, ასევე 5 000 ლარიწარმოადგენს 0,00017 პროცენტს იმ თანხისა, (29 მილიონი), რომელსაც სახელმწიფო წელს კონცერტების გამართვაზე ხარჯავს. დარმწუნებული ვარ, ამ ინიციატივის მხარდაჭერა და განხორციელება მოიტანს უდიდეს პოზიტიურ შედეგს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისთვის!“–განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმპრემიერ–მინისტრისთვის მიწერილ მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი შვედეთის შს მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაGulf Air საქართველოს ავიაბაზრით ინტერესდება