ლეონიდ ჩერნოვეცკი მისი შვილის დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ არ გამორიცხა, რომ მან კენჭი ქობულეთის მაჟორიტარად იყაროს. როგორც ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში განაცხადა ის ქობულეთის სიტუაციას კარგად იცნობს და ქობულეთელებიც მის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. პარტია „ბედნიერი საქართველოს“ ლიდერმა არ დააკონკრეტა თუ ვისთან შეიძლება ქონდეს პოლიტიკური კავშირი და განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ , ისევე როგორც ბიზნეს პარტნიორებს დიდი სიფრთხილით არჩევს: „მხოლოდ ერთხელ შევხვდი მურმან დუმბაძეს, მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, მესაუბრა აჭარის პრობლემებზე, მეტი ფაქტიურად არავის შევხვედრივარ. მე ჯერ სიფრთხილით ვეკიდები ნებისმიერ კავშირებს. ამის გამოცდილება მაქვს და იმიტომ. ბევრი წელია პოლიტიკაში ვარ , განხიბვლა დამემართა იმ გუნდის მიმართ, ვისთან ერთადაც კიევის მერად მივედი. პოლიტიკაში პარტნიორებად ისეთ ხალხს ვირჩევ როგორსაც ბიზნესში“- განაცხადა ჩერნოვეცკიმ. ჩერნოვეცკიმ მისთვის ოლიგარქის წოდების გამო ინგა გრიგოლიას ტონი დაუწუნა და აღნიშნა, რომ ის არაა ოლიგარქი, რადგან ხელისუფლებასთან ერთად ბიზნესი არასოდეს უკეთევბია:

ლეონიდ ჩერნოვეცკი მისი შვილის დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება და მომხდარს კატეგორიულად არ ადასტურებს. ჩერნოვეცკი აცხადებს, რომ ინფორმაცია მცდარია და მედიისთვის გადაცემული ცრუ ბრალდების გამო მისი ოჯახი ესპანურ სამართალდამცველებს სასამართლოში უჩივლებს. ლეონიდ ჩერნოვეცკი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„დღეს დილით საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვე, რომ ჩემი ვაჟი, ესპანეთში, ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს!
საშინელი ამბავი, რომელიც ესპანელმა ჟურნალისტებმა გააზვიადეს!

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი ვაჟი არასდროს ყოფილა ისეთი საქმით დაკავებული, რომელიც დანაშაულთან არის დაკავშირებული! მას ეს არ სჭირდება, რადგან მის ანგარიშზე, უკრაინაში ბანკის გაყიდვის შედეგად, პატიოსანი გზით მიღებული თანხები საკმარისად აქვს! ის პატიოსანი ადამიანია! და მისაბაძად კანონმორჩილი!

ჩემი ვაჟი არ არის დაკავებული! ეს ტყუილია, ის ბარსელონაში, თავის სახლშია, სადაც ამ მომენტისთვის პოლიციის შეკითხვებს პასუხობს იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც რაღაც კავშირშია ამ ვითარებასთან.
სტეპანის დაკავება რომ სურდეთ, ის დიდი ხანია დაკავებული იქნებოდა! ესპანეთში ადამიანის დაკავება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

დარწმუნებული ვარ დღეს საღამოს პოლიცია ჩემს ვაჟს ბოდიშს მოუხდის, მაგრამ ვინაიდან მათ ეს ამბავი პრესაში ოფიციალურად განაცხადეს, ჩემი ოჯახი ამას უპასუხოდ არ დატოვებს! ჩვენ ბარსელონის პოლიციას ჩემი ვაჟის შესახებ ცრუ ბრალდების გამო სერიოზულ სარჩელს წარვუდგენთ! და მილიონობით დოლარს, რომელსაც ესპანეთის პოლიცია ჩემს შვილს კომპენსაციის სახით გადაუხდის ( ესპანეთში მსგავს საკითხებს სასამართლო ადვილად წყვეტს), ის საქართველოში საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს.

მე მშვიდად ვარ, წინაამღდეგ შემთხვევაში ბარსელონაში გავფრინდებოდი და ჩემი ვაჟის გვერდით ვიქნებოდი, რადგან იგი ძალიან მიყვარს და როგორც შვილს და ბიზნესმენს დიდ პატივს ვცემ! მას კარგი სახელი აქვს და მე მასში დარწმუნებული ვარ!

ხვალ მე კიდევ ვაპირებ ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას, ან შესაძლოა ჩემმა ვაჟმა პირადად გააკეთოს განცხადება!

banner
წინა სტატიაშისტიქიის შედეგების მოკლე ვადებში ლიკვიდაციისთვის, მთავრობა კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს
შემდეგი სტატიაევროჯგუფმა ესპანეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო