ლეონიდ ჩერნოვეცკი მიესალმება სახალხო დამცველის მოთხოვნას N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმების შესახებ

პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ეხმაურება და დადებითად აფასებს საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნას №7 პენიტენციური დაწესებულების დახურვის შესახებ, რის თაობაზეც განცხადებას ავრცელებს.
„მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, რომლებშიც პატიმრები ამ და ზოგიერთ სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან, არ უწყობს ხელს მათ გამოსწორებას, ხოლო მათი ყოფის აუტანელი და ღირსების შემლახველი პირობები ეწინააღმედეგება საქართველოს კონსტიტუციას და მსჯავრდებულების გამოსწორებისთვის საჭირო პრინციპებს!
საქართველოში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ათიათასობით ადამიანი იხდის მსჯავრს. მათ სხვადასხვა დანაშაულებები ჩაიდინეს, მაგრამ ამავე დროს ისინი რჩებიან საქართველოს მოქალაქეებად და მათ გამოსწორებას ციხეებში არსებული გაუსაძლისი პირობები ხელს ვერანაირად ვერ შეუწყობს! ამ ადამიანებმა, სახელმწიფოსგან უნდა მიიღონ ყველაფერი რაც სჭირდებათ, რათა შესაძლებელი გახდეს გამოსწორების გზაზე მათი მობრუნება, ხოლო ის შეურაცხყოფა, რომელსაც მათ ამ არაადამიანურ პირობებში ყოფნას ვუწოდებ, ხელს უწყობს მათგან დამნაშავეების ჩამოყალიბებას, ხელისუფლების დაუძინებელ მტრებად აქცევს და აძლიერებს მათში სიძულვილის და ზიზღის გრძნობას საზოგადოების მიმართ. საბჭოთა კავშირის დროს, მე კიევის საოლქო პროკურატურის უფროს გამომძიებლად დაახლოებით ხუთი წელი ვიმუშავე და საკუთარი თვალით მაქვს ნანახი როგორ ამცირებდა საბჭოთა ხელისუფლება ადამიანებს. ვხედავდი რამდენად გაუსაძლილ პირობებში ამყოფებდნენ პატიმრებს, განსაკუთრებით კი დროებითი მოთავსების იზოლატორებში! არ შეიძლება, რომ „კომუნისტური“, ტოტალიტარული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ შენარჩუნებული იყოს ქვეყანაში, რომელიც ევროპული ღირებულებებისკენ ისწრაფვის. სწორედ აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველი თავის გადაწყვეტილებაში და დასკვნაში აბსოლუტურად მართალია!“ განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვლი: ფარული ჩანაწერების საქმე არ უნდა მივივიწყოთ