ლეონიდ ჩერნოვეცკი მეგის ქარდავას პოლიციაში მიყვანისთვის 150 ათასლარიან ჯილდოს აწესებს

მეგის ქარდავას ცოლისძმა დანით დაჭრეს

კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის მეგის ქარდავას პოლიციაში მიყვანისთვის 150 ათასლარიან ჯილდოს აწესებს, – ეს განცხადება ჩერნოვეცკიმ ქობულეთში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
როგორც “თაიმერს” ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის პრეზიდენტმა გიორგი ქვრივიშვილმა განუმარტა, კიევის ყოფილი მერის განცხადება მეგის ქარდავას წარსულ საქმიანობას უკავშირდება.
გიორგი ქვრივიშვილის განმარტებით, ჩერნოვეცკიმ წარსულში ქარდავას საქმიანობა ამ ფორმით შეაფასა.
“მან თქვა, რომ აწესებს 150-ათასლარიან ჯილდოს, მასზე ვინც ჩამოიყვანს და ჩააბარებს პოლიციას მეგის ქარდავას. განცხადება უკავშირდება იმ ძალადობის ფაქტებს, რომელიც ქარდავას დადასტურებული აქვს სასამართლოს მიერ”, – განაცხადა გიორგი ქვრივიშვილმა.
მეგის ქარდავა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული. მას ორ საქმეზე დაუსწრებლად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. წარდგენილი ბრალდებების ნაწილში, ქარდავა სასამართლომ გაამართლა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიდღეს პეკინის ქუჩა 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებას ბევრი მომხრე ეყოლება