ლეონიდ ჩერნოვეცკი: კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის თანამდებობაზე!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2019 10:50

ლეონიდ ჩერნოვეცკი: კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის თანამდებობაზე!

უკრაინაში აშშ-ს საელჩოს კვლავ უილიამ ტეილორი ჩაუდგება სათავეში. ამასთან დაკავშირებით, კიევის ყოფილი მერი, საქართველოს მოქალაქე, საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს წერილს, რომელშიც იგი მიესალმება უილიამ ტეილორის დანიშვნას.
” თაიმერ” უცვლელად გთავაზობთ წერილი ტექსტს:

“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო უილიამ ტეილორ!
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის თანამდებობაზე! მსურს, გისურვოთ, თანამდებობაზე ყოფნისას, მიაღწიოთ პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში უკრაინისა და თქვენი დიადი სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებული შტატების მეტად დაახლოვებას. და განსაკუთრებით – წარმატებას სამარცხვინო კორუფციის სრული აღმოფხვრის მიმართულებით, რომელიც აღარიბებს და დიდ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს!
მოხდა ისე, რომ უკრაინაში, ელჩის თანამდებობაზე თქვენი წინა დანიშვნის პერიოდი, ჩემს კიევის მერად არჩევის პერიოდს ზუსტად დაემთხვა. მე კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრები, თქვენი პატრიოტიზმი და უკრაინის მიმართ სიყვარული.
თქვენთან კონტაქტმა გაამდიდრა ჩემი წარმოდგენა ნამდვილი სახალხო დემოკრატიის შესახებ და მომცა იმედი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა გაღრმავდება.
მახსოვს თქვენი წმინდად ადამიანური თვისებებიც: მორიდებულობა, სიკეთე და წესიერება და რაც მთავარია – რამდენი იშრომეთ, პირადად თქვენ, იმისათვის, რომ უკრაინაში კანონისა და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა გამეფებულიყოს!
გულწრფელად გისურვებთ წარმატებას ყველაფერში, რასაც აკეთებთ!

 

კიევის ყოფილი მერი,უკრაინის პარლამენტის სამგზის დეპუტატი,
ლეონიდ ჩერნოვეცკი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2019 10:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics