ლეონიდ ჩერნოვეცკი ე.წ. თურქული პანსიონების საკითხის პარლამენტში განხილვას ითხოვს

საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი ითხოვს, რომ ჯანდაცვის მინიტრმა დავით სერგეენკომ ე.წ. თურქული პანსიონების საკითხი პარლამენტის სხდომაზე დააყენოს. „ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში იგი, კერძოდ, შეშფოთებას გამოთქვამს ხულოს რაიონში არალეგალური მუსულმანური პანსიონის მშენებლობის თაობაზე.
„მე, როგორც საქართველოს მოქალაქე მივმართავ დავით სერგეენკოს და მოვითხოვ (ისევე როგორც აჭარაში მცხოვრები ბევრი ადამიანი), რომ ეს საკითხი სასწრაფოდ დააყენოს პარლამენტის დღის წესრიგში“,- წერს ბიზნესმენი.
იგი თვლის, რომ ხულოში მშენებარე პანსიონის ხელმძღვანელმა ტელევიზიის თანდასწრებით დეტალურად უნდა აუხსნას დეპუტატებს თუ რას აშენებს რა სახსრებით ფინანსდება მშენებლობა.
„ყველაფერი გასაიდუმლოებულია. ვინ და როგორ იხდის მშენებლობის ფულს ან რომელი ქვეყნებიდან მოდის შემოწირულობა, უცნობია. საკითხავია, რა უნდა ასწავლიან იქ ჩვენს ქართველ ბავშვებს?“, – წერს ჩერნოვეცკი.
მისი ვარაუდით, „მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ დაწესებულებას საიდუმლოდ და სასწრაფო წესით შეავსებენ ზემო აჭარაში უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვებით, რომლებსაც ჩაუტარებენ ისლამის გაძლიერებულ გაკვეთილებს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ისინი იქ ცხოვრებასაც დაიწყებენ“.
ლეონიდ ჩერნოვეცკი მზადყოფნას გამოთქვამს აჭარაში არსებული ყველა თურქული პანსიონი ჩაანაცვლოს ლეგალური მცირე საოჯახო ტიპის სახლებით, რომლებსაც სახელმწიფო გააკონტროლებს.
უნდა შეიქმნას აქტი იმის შესახებ, რომ მშენებარე პანსიონი ლიცენზიის გარეშე არ ამუშავდება და რომ მას სახელწიფო გააკონტროლებს. თუ ეს ასე არ მოხდება, მე პირადად გამოვყოფ 2 მილიონ ლარს იმისთვის, რომ ამ შენობიდან 20 მეტრში აშენდეს ათჯერ უკეთესი პანსიონი, რათა აჭარელმა ბავშვმა არ ისწავლონ ამ გასაიდუმლოებულ ადამიანებთან“, – წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერიამ დიდუბის რაიონში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გააუქმა
შემდეგი სტატიათიბისი სტატუსმა თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა