ლეონიდ ჩერნოვეცკი დავით უსუფაშვილს საპარლამენტო მოსმენების გამართვას სთავაზობს

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ არ გამორიცხა, რომ მან კენჭი ქობულეთის მაჟორიტარად იყაროს. როგორც ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში განაცხადა ის ქობულეთის სიტუაციას კარგად იცნობს და ქობულეთელებიც მის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. პარტია „ბედნიერი საქართველოს“ ლიდერმა არ დააკონკრეტა თუ ვისთან შეიძლება ქონდეს პოლიტიკური კავშირი და განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ , ისევე როგორც ბიზნეს პარტნიორებს დიდი სიფრთხილით არჩევს: „მხოლოდ ერთხელ შევხვდი მურმან დუმბაძეს, მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, მესაუბრა აჭარის პრობლემებზე, მეტი ფაქტიურად არავის შევხვედრივარ. მე ჯერ სიფრთხილით ვეკიდები ნებისმიერ კავშირებს. ამის გამოცდილება მაქვს და იმიტომ. ბევრი წელია პოლიტიკაში ვარ , განხიბვლა დამემართა იმ გუნდის მიმართ, ვისთან ერთადაც კიევის მერად მივედი. პოლიტიკაში პარტნიორებად ისეთ ხალხს ვირჩევ როგორსაც ბიზნესში“- განაცხადა ჩერნოვეცკიმ. ჩერნოვეცკიმ მისთვის ოლიგარქის წოდების გამო ინგა გრიგოლიას ტონი დაუწუნა და აღნიშნა, რომ ის არაა ოლიგარქი, რადგან ხელისუფლებასთან ერთად ბიზნესი არასოდეს უკეთევბია:

პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი დავით უსუფაშვილს ღია წერილით მიმართავს და სთავაზობს პარლამენტის თავმჯდომარეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საპარლამენტო მოსმენები მუდმივად გაიმართოს.
„პატივცემულო ბატონო დავით, როგორც იცით, უკრაინის უმაღლეს რადაში სახალხო დეპუტატად სამჯერ ვიყავი არჩეული და საპარლამენტო ტრადიციებში კარგად ვერკვევი. მათ შორის ერთ–ერთი მოქალაქეებისთვის უმნიშნელოვანეს ტრადიციას წარმოადგენს. ეს ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემების განსახილველად საპარლამენტო მოსმენების გამართვაა. ასეთ პრობლემებად კი მე ვხედავ: უმუშევრობას, სოციალურად დაუცველი პირების ღირსეულ უზრუნველყოფას, სოფლის და მთიანი რეგიონების მაცხოვრებლების ცხოვრების დონის ამაღლებას, სტუდენტებთან დაკავშირებული პრობლემები და ბევრი სხვა.

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე იწვევს ყველა დეპუტატს და მსხვილი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის საკუთარ ხედვას წარმოადგენენ. იმ შემთხვევაში თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დამაჯერებლები იყვნენ, რადის სპიკერს და ფრაქციების, კომიტეტების ხელმძღვანელებს კონტროლზე აყავთ ამა თუ იმ კანონის შემუშავება. ეს ყველაფერი გადაიცემა ცენტრალური ტელევიზიებით და ამ ფორმით წყდება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები. ამ გზით ქართველი დეპუტატებიც მიიღებენ მეტ ინფორმაციას მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რაც მათი საქმიანობის სწორად და ეფექტურად წარმართვას ხელს შეუწყობს.

ჩემი წინადადება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან არანაირი დამატებითი ხარჯების გამოყოფას და მხოლოდ დემოკრატიის გაძლიერებას და ქვეყნის წინსვლას ემსახურება!“–აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

banner
წინა სტატიაში“შალვა ნათელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” არაფორმალური წევრია”
შემდეგი სტატია“ჩემი იმედი არის ის , რომ “რუსთავი2″ როგორც ოპოზიციური არხი გააგრძელებს მაუწყებლობას”