ლეონიდ ჩერნოვეცკი: დარჩენილი ცხოვრების გატარება საქართველოში მინდა…

Ëåîíèä ×åðíîâåöêèé,,ჩემი ბიზნესის მართვას, რომელიც ადრე თავად მიმყავდა, გადავცემ ჩემს შვილს სტეფან ჩერნოვეცკის.
64 წლის ასაკში მე მთლიანად მოვახდინე ჩემი შესაძლებლობების რეალიზება – შევქმენი რა, უკრაინის ყვეალზე უმსხვილეს ბანკთაგან ერთ-ერთი – ,,Правэкс,,-ი, სამჯერ ვიყავი უკრაინის სახალხო დეპუტატად არჩეული და ორჯერ კიევის მერად!

დარჩენილი ცხოვრების გატარება საქართველოში მინდა – იმ ქვეყანაში, რომელიც მთელი გულით მიყვარს და ხალხთან, რომლის წინაშე ქედს ვიხრი. მე მტკივა იმის ნახვა, თუ როგორ ცხოვრობს ამ შესანიშნავი ხალხის უმეტესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა. მე ვიცი, როგორ გავხადო თითოეული ქართველის ცხოვრება უკეთესი, უფრო ბედნიერი, უფრო კომფორტული, უფრო დაცული, ამიტომაც გადავწყვიტე შევქმნა პარტია ,,ბედნიერი საქართველოსთვის,, და მივიღო მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა!

მე ახლა ვცხოვრობ და ვხედავ ჩემს მომავალს, მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობაში. ამიტომაც ყველა ბიზნეს პროექტს, რომელითაც ადრე ვიყავი დაკავებული, გადავცემ ჩემს შვილს სტეფანს და მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ მან ასეთი საიმედო საყრდენი მომცა!
მე მთლიანად ვუძღვნი ჩემს თავს ქველმოქმედებას და პოლიტიკურ მოღვაწეობას!,, აცხადებს საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ერთ-ერთია ვინც პატიმრების შეწყალებაზე „ფული გააკეთა“