ლეონიდ ჩერნოვეცკი დაღუპული სპეცნაზის თანამშრომლის ვანო გოლოშვილის ოჯახს დაეხმარა

ლეონიდ ჩერნოვეცკი დაღუპული სპეცნაზის თანამშრომლის ვანო გოლოშვილის ოჯახს დაეხმარალეონიდ ჩერნოვეცკი დაღუპული სპეცნაზისთანამშრომლის ვანო გოლოშვილის ოჯახს დაეხმარათბილისში ცოტა ხნის წინ ჩატარებულიანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, სპეცნაზისთანამშრომელი ვანო გოლოშვილი დაიღუპა. ლეონიდჩერნოვეცკიმ დაღუპული ქართველი გმირის ოჯახის მიმართთანაგრძნობა გამოხატა და ფინანსური დახმარება გაუწია:„მივიღე გადაწყვეტილება დავეხმარო დაღუპული ვანოგოლოშვილის ოჯახს, რადგან უბედურება მოხდა არა უცხოს,არამედ ჩვენს საერთო სახლში, ის ერთ-ერთ ჩვენგანსშეემთხვა!საქართველომ დაკარგა თავისი გმირი თბილისშიჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს! ის არამხოლოდ ტერორისტებს ებრძოდა, არამედ იცავდასამშობლოს, ხალხსა და შვილებს!ვანოს მალე დაბადების დღე უნდა აღენიშნა, ის 42 წლისგახდებოდა. ამ დღის გატარებას მეუღლისა და ორი შვილისგარემოცვაში გეგმავდა… მე, როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამაყ დადამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრობს, მისი ოჯახისწინაშე ვალში ვარ და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერირაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ მათ იგრძნონ, რომმარტონი არ დარჩნენ ამ უბედურებასთან, რომელსაც მამის,მეუღლის და მარჩენალის დაკარგვა ჰქვია!დარწმუნებული ვარ, რომ ის თანხა, რომელიც მისმეუღლეს გადავეცით (25 ათასი ლარი), სრულიად არაასაკმარისი იმისთვის, რომ ეს ტკივილიანი დანაკლისირამენაირად შეავსოს, მაგრამ ასეთ მომენტებში ერთადუნდა დავდგეთ. ეს ხომ ჩვენი დიდი საერთო ოჯახის -ქართველი ხალხის უდიდესი დანაკლისია! დიდება გმირებს!
დიდება საქართველოს!“ – განაცხადა ჩერნოვეცკიმ

banner
წინა სტატიაშიმოლდოვის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივა რეგიონის ქვეყნების საერთო ინტერესს წარმოადგენს
შემდეგი სტატია‘’სტრუქტურული ცვლილებები სუს-ის გაძლიერებისა და საკადრო გადაადგილებებისთვის ხორციელდება’’ – ზურაბ ჭიაბერაშვილი