ლეონარდო დიკაპრიო წლის საუკეთესო მსახიობად აღიარეს

ჰოლივუდში დაჯილდოვების სეზონი გრძელდება. ლოს ანჯელესმა ამჯერად კინომსახიობთა გილდიას უმასპინძლა. ცერემონიაზე ლეონარდო დიკაპრიო წლის საუკეთესო მსახიობად აღიარეს, ქალებს შორის კი ამავე ნომინაციაში ბრი ლარსონმა გაიმარჯვა. მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსულებლებად ალისია ვიკან-დერი და იდრის ელბა დასახელდნენ. საუკეთესო დასისთვის კი ფილმ “ყურადღების ცენტრში” შემოქმედებით ჯგუფი დააჯილდოვეს.

გუნდის სახელით პრიზი სურათის ვარსკვლავებმა მარკ რუფალომ, რეიჩელ მაკ-ადამსმა და მაიკლ კიტონმა მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიშვედეთის დედაქალაქში მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია დაიწყო
შემდეგი სტატიამცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო შეზღუდვები მოქმედებს