ლეონარდო და ვინჩი ელამი იყო – ამბობს ბრიტანელი ექიმი

“საიდუმლო სერობისა” და “ჯოკონდას” ავტორს ექსოტროპია ჰქონდა – ეს არის სიელმის ფორმა, რომლის დროსაც ერთ-ერთი თვალი ოდნავ ამობურცულია – ასეთ დასკვნამდე მივიდა ბრიტანელი ნეირობიოლოგი კრისტოფ ტაილერი, რომელმაც მხატვრის ექვსი ნახატი შეისწავლა, მათ შორის, ოსტატის ავტოპორტრეტი.
მეცნიერის აზრით, ზუსტად ამან მისცა მხატვარს იმის შესაძლებლობა, რომ სიზუსტით აღეწერა გარესამყარო, რადგანაც ამ დაავადების მქონე ადამიანებს, სტერეოსკოპიკული აღქმის პრობლემები აქვთ და უფრო კარგად გრძნობენ ბრტყელ და მოცულობით გამოსახულებებს შორის განსხვავებას.
როგორც ჩანს, ლეონარდოს სიელმე არ იყო ძალიან ძლიერი, თუმცა, მას მეტი ძალსიხმევა სჭირდებოდა იმის დასანახად, რაც ჩვენთვის ჩვეულებრივია. თვალის კუნთების დაძაბვით და ვინჩს შეეძლო “გადართულიყო” ორგანზომილებიან და სამგანზომილებიან აღქმებს შორის. კვლევის შედეგები ამერიკულ სამედიცინო ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნდა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს მოაწერა ხელი
შემდეგი სტატია“ბენეტონის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გარდაიცვალა