„ლეოგრანდში“ ხანძრისას დაღუპულთა პანაშვიდზე სასტუმროს მფლობელიც იმყოფებოდა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას დაღუპული 9 ახალგაზრდა დღეს დაკრძალეს. ერთის დაკრძალვა კი, ხუთშაბათსაა დაგეგმილი.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, სადაც ხუთი გარდაცვლილი იყო დასვენებული, პანაშვიდზე იმყოფებოდნენ აჭარის ხელისუფლების პირველი პირები, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ტაძარში მივიდა ასევე სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელი ეროლ ავგერენი. მან მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს, თუმცა ტაძარი უკომენტაროდ დატოვა.

დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.

პარალელურად, გრძელდება გამოძიების პროცესი. დასრულდა ტერიტორიის შესწავლა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, მიმდინარეობს სასტუმროს თანამშრომელთა გამოკითხვა.

ჯერჯერობით სამართალდამცველებს არ დაუკითხავთ სასტუმროს მფლობელი.

24 ნოემბერს „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს ათი და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიენმ მთავრობისგან პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ელის
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – სამართალი უნდა აღდგეს! ვანო დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!